ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Starbucks-მა საქართველოში შემოსვლა უარყო
28 მარტი, 2017, 15:20
Starbucks-მა საქართველოში შემოსვლა უარყო

თბილისი (GBC) - ოფიციალური Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ კომპანიამ "იმედს" ექსკლუზიურად განუცხადა.

ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში Starbucks-ის ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე ჭორი და სპეკულაციაა. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს "კაფსულო"-ს ნებართვა მისცა კახეთის გზატკეცილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ნებართვაა გაცემული, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. 

როგორც მერიაში აცხადებენ, არც პირად საუბრებში და არც დოკუმენტებში, კომპანია Starbucks-ი არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება, როგორც სავაჭრო ობიექტი, ასევე ყავის საწარმო. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები