ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არის შემცირებული
28 მარტი, 2017, 13:20
ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არის შემცირებული

თბილისი (GBC) - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა  4 ქალაქში ისაზღვრება : თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3. ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი - 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი - 0.00016 მგ/მ3).

ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3.  რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი - 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი - 0.00017 მგ/მ3).

ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3. ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთ დონეზე რჩება (2014 - 0.00008 მგ/მ3, 2015  - 0.00009 მგ/მ3).

თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით  ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არის შემცირებული.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები