| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- MEDEF International -ის დელეგაცია, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გასაცნობად საქართველოში იმყოფებიან, ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ფონდების საქმიანობის პრეზენტაცია გამათეს და პოტენციურ ინვესტორებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
როგორც იცით, MEDEF International-ი 1989 წელს დაარსებული ფრანგული ბიზნეს კონფედერაციაა, რომელიც 750 000 კერძო კომპანიას აერთიანებს და ყველაზე წარმომადგენლობითია საფრანგეთში.
ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 34 კომპანიის წარმომადგენლები არიან ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, საავიაციო, სარკინიგზო, სამშენებლო, ენერგეტიკული, საკომუნიკაციო, იურიდიული, საინჟინრო და სასათბურე ბიზნესის სექტორებიდან.
MEDEF International-ის ზოგიერთი წევრი კომპანია უკვე მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, თუმცა დელეგაციაში არიან ისეთი კომპანიის წარმომადგენლები (AIRBUS, EUTELSAT, SUEZ, IVECO, SETEC INTERNATIONAL), რომლებისთვისაც ეს პირველი ვიზიტია ქვეყანაში. დელეგაციის წევრები სამინისტროების წარმომადგენლებს, ქვეყანაში მოღვაწე საინვესტიციო ფონდებს და კერძო კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss