| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თბილისში McDonalds -ის ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა.
ახალი ცენტრის გახსნისთვის 2.3 მილიონ ევროს ინვესტიცია ჩაიდო, ის მთელს რეგიონზეა გათვლილი.
ლოგისტიკური ცენტრს სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს.
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიაში მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე. ამისთვის კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით 650 ათასი დოლარით ისარგებლა.
"მაკდონალდსი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში გამოჩნდა და წლების განმავლობაში ძალიან გეგმაზომიერად და წარმატებით ვითარდება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პერსპექტივაში განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრს და მაკდონალდსის გადამამუშავებელ საწარმოებს. შესაბამისად, ქართული ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაჩნდეს ჯერ საქართველოში მაკდონალდსების ქსელში და შემდგომ უკვე ექსპორტზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა ცენტრის გახსნაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ცენტრის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რადგანაც ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმება გულისხმობს რესტორნების ქსელის და წარმოების განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია სწრაფი კვების რესტორნებისთვის ფუნთუშების და ხორცპროდუქტებისწარმოება საქართველოში მოხდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss