ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოდან აშშ-ში - ქართული სულგუნი  ლოს-ანჯელესის სუპერმარკეტებში გაიყიდება
28 მარტი, 2017, 12:18
საქართველოდან აშშ-ში - ქართული სულგუნი  ლოს-ანჯელესის სუპერმარკეტებში გაიყიდება

თბილისი (GBC) – უახლოეს პერიოდში ქართული ყველი ლოს-ანჯელესის სუპერმარკეტების დახლებზე გამოჩნდება.

კომპანია "ცეზარი" ამერიკელი პარტნიორებისთვის ახალ შეკვეთას ამზადებს. გასულ ზაფხულში დაწყებული ექსპორტი წარმატებული აღმოჩნდა და ნიუ-იორკის შემდეგ, ქართული ყველი ლოს -ანჯელსშიც გაიყიდება.

ახალ პარტიაშია შებოლილი და ტრადიციული სულგუნი, დაწნილი და ქარხნული ყველი. პირველი შეკვეთა 500- 700 კილო იქნება.

კომპანიის წარმომადგენელი არკადი კახაძე ამბობს, რომ ამერიკულ კომპანიას ყველს 6 დოლარად აწვდიან, სხვადასხვა ხარჯების შემდეგ, ქსელში მისი ფასი დაახლოებით, 20 დოლარია.

„საკმაოდ მძაფრი კონკურენციის პირობებშია ჩვენი ნაწარმი, თუმცა იმედი გვაქვს მოთხოვნა გაიზრდება“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია ორ საწარმოს ფლობს, ხულოსა და წალკაში, ქარხნები თანამედროვე ტექნიკით არის აღიჭურვილი და HACCP-ი სტანდარტებს შეესაბამება.

რამდენიმე კვირაში ხულოს საწარმოში ახალი ხაზები დამონტაჟდება, რომლის შეძენა კომპანიას 110 000 დოლარი დაუჯდა და ყველთან ერთად მაწონს, რძეს და აირანს გამოუშვებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქტი ნატურალურია, რძეს ადგილობრივებისგან იბარებენ და 1 ლიტრში 85 თეთრს იხდიან.

„85 თეთრი ბევრი მწარმოებლისთვის ძვირია, თუმცა თუ გინდა მუდმივად მაღალხარისხიანი პროდუქტი გამოუშვა, ნედლეულიც შესაბამისი უნდა შეიძინო“, - აღნიშნავს მეწამე.

"ცეზარის" ყველი თბილისში Carrefour-ის ქსელში იყიდება, სააღდგომოდ ქსელისთვის დიდი პარტიაზე აქვს შეკვეთა.  ბათუმში კი უფრო ფართოა ქსელშია წარმოდგენილი, მათ შორის "გუდვილში".

აღსანიშნავია, რომ კომპანია  „ცეზარი“ “მერსი ქორფსის” ერთ-ერთი ბენეფიციარია და ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განვითარდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები