| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით შშმ პირთათვის კიდევ ერთი დღის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები.
საგურამოს ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს. ამჟამად 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას, მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.
ბენეფიციარები ვაუჩერული წესით სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.
საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.
„ ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“ . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა -ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს- ლიბერთი ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოეიში არსებულ „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.
აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა ,ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss