| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "მაკდონალდს საქართველო" თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკურ ცენტრს ხსნის, რომელიც "მაკდონალდსის" რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ხვალ 12:00 საათზე გახსნის ცერემონია გაიმართება.
მენეჯმენტის ცნობით, „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს.
ცენტრი 3300 კვ. მეტრ ფართს იკავებს, მისი მშენებლობისთვის 2.3 მილიონ ევრო დაიხარჯა.
შეგახსენებთ, საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss