ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
8 ქართული სტარტაპი პროექტებს აშშ-ში, სილიკონ ველზე  წარადგენს
27 მარტი, 2017, 11:28
8 ქართული სტარტაპი პროექტებს აშშ-ში, სილიკონ ველზე  წარადგენს

თბილისი (GBC)- „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველზე მიემგზავრება. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი სტარტაპერები პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან გამართავენ შეხვედრებს, ასევე გაივლიან  წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს.

გამგზავრებამდე სილიკონ ველის ინვესტორებთან და ექსპერტებთან წარსადგენი პროექტები მათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს გააცნეს.

დელეგაციაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან,  ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციასთან - Genentech და   სან-ფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების,  მსოფლიოს  წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის  ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ  ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე“, - აცხდებენ სააგენტოში.

30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50 - მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის.

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან - Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator. 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები