ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კლინტონის მხარდამჭერი ბაფეტი ტრამპის ეპოქაში მდიდრდება 
24 მარტი, 2017, 16:39
კლინტონის მხარდამჭერი ბაფეტი ტრამპის ეპოქაში მდიდრდება 

თბილისი (GBC) - მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელიც ჰილარი კლინტონის აქტიური მხარდამჭერი იყო, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით მოგებულია.

Forbes-ის ცნობით, Berkshire Hathaway-ს დამფუძნებელმა ქონება 9,5 მლრდ დოლარით გაზარდა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე დაწინაურდა - მისი ქონება უკვე 76,1 მლრდ დოლარია. 

გავლენიანი გამოცემა იხსენებს, რომ ბაფეტი აქტიურად იყო ჩართული ჰილარის საპრეზიდენტო კამპანიაში და მოუწოდებდა ტრამპს საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებისკენ.

" განსხვავებით თუ რას ამბობს ბატონი ტრამპი, ამერიკა დიადი ქვეყანაა", - ამბობდა ბაფეტი, თუმცა ამ მხარდაჭერის მიუხედავად მას კლინტონის კამპანია არ დაუფინანსებია, ამბობდა, რომ ნებისმიერი მათგანის გამარჯვების შემთხვევაში, Berkshire სარგებელს მიიღებდა.

"ამერიკა მუშაობს.... ის გააგრძელებს ნორმალურად მუშაობას დონალდ ტრამპის დროსაც", - განუცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ მედიას.

ბაფეტის მოლოდინი გამართლდა, დღეს Berkshire Hathaway-ს აქციები 12% ძვირი ღირს, ვიდრე არჩევნების დღეს ღირდა, ამან კი, მისი ქონება 9,5 მილიარდით გაზარდა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები