| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიის შპს „ნატურა თი კომპანი“ პროდუქცია ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება.
აღნიშნული კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა.
ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.
Natura Tea Company ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.
"ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება", - აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ Natura Tea Company ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა, რომელსაც ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss