ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში  ონლაინრეჟიმში მომუშავე აგრო-კლიმატური  სადგურები განთავსდება
23 მარტი, 2017, 14:48
საქართველოში  ონლაინრეჟიმში მომუშავე აგრო-კლიმატური  სადგურები განთავსდება

თბილისი (GBC) – საქართველოში  ონლაინრეჟიმში მომუშავე აგრო-კლიმატური  სადგურები განთავსდება  - ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია ფონდ Your  Forest-ის ორგანიზებით სოფელ წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში ხვალ გაიმართება.

ფონდის განმარტებით, აგრო-კლიმატური  სადგურების ქსელის დანერგვა   საქართველოს აგროსექტორში მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინი სადგურების მიერ დამუშავებული ინფორმაცია  მოსავლის დაზიანების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს  და მოსავლიანობის ეფექტურ ზრდას განაპირობებს.

ფერმერი ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას  კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სავარგულის ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექების რაოდენობის  და ამინდის მოსალოდნელი ცვალებადობის  შესახებ.

„ჩვენი ფონდის მოწვევით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო აგროექსპერტი ეწვია და საქართველოს აგრო პერსპექტივები შეისწავლა. ყველა მოწვეული ექსპერტი საქართველოს  შესახებ  მომზადებულ ანგარიშში  ცალსახად აღნიშნავს, რომ ქართული  სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი  ხელისშემშლელი ფაქტორი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე და ნიადაგების არასაკმარისი მონიტორინგია.  ფონდმა Your Forest-მა სწორედ  ამ  ანგარიშების  და  რეკომენდაციების  საფუძველზე  გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის დაგეგმვა. არსებული აგრო-კლიმატური სადურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს, არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგროსაწარმოს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას"_ აღნიშნავენ ფონდში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები