ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს  Startup Beats-ს იწყებს 
23 მარტი, 2017, 12:51
ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს  Startup Beats-ს იწყებს 

თბილისი (GBC) - ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს  Startup Beats-ს იწყებს,  რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

 პირველი შეხვედრა, 23 მარტს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება.

პროექტს გახსნიან პროგრამა  „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები:  ბაჩო ხაჩიძე, კომპანია  “Treepex“-ის დამფუძნებელი და  შოთა გიორგობიანი, კომპანია “OptioAI”-ის დამფუძნებელი.

აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია).

შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, როგორც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე.

"Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილებაა.  ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით", - აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე. 

" OptioAI არის  განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. “ჩათბოტების” საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს", - ამბობს შოთა გიორგობიანი .

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები