| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერიაში მიწისზედა სატრანსპორტო კორიდორის კონცეპტუალური დიზაინი განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკმა მომავალი ქალაქების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიში წარადგინა.
ქალაქში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეფასდა და შემოთავაზებულ იქნა ავტობუსების ქსელის რეკონსტრუქციის ჩარჩო.
ანგარიშში, ასევე, დეტალურად არის აღწერილი ავტობუსების განრიგის განახლება და ქსელის სხვა პრიორიტეტული საკითხები. ასევე, სხვა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებთან ინტეგრაცია, რათა განიტვირთოს საავტომობილო მოძრაობა და წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
„დღეს წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც ავტობუსების, ასევე მეტროს სისტმის განვითარებას, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთის მხრივ, მარშრუტების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა , რაც მნიშვნელოვანია, როგორც საცობების განტვირთვის, ასევე, საწვავის დაზოგვის თვალსაზრისით. ეს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემას. ამ კვლევების საფუძველზე, რაც დღეს იქნა განხილული, ჩვენ უკვე მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას.
„რამდენიმე კორიდორიდან იქნა შერჩეული ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ოპტიმალური და ეს არის დიდი დიღომი- მარჯანიშვილის მოედანი, სადაც შესწავლილ იქნა 14 კილომეტრიანი მარშრუტი ავტობუსებისთვის სპეციალური პრიორიტეტული ხაზების მოწყობისთვის (Bus Lane) და ასევე, ტრამვაის განვითარებისთვის, წარმოდგენილი იქნა მელიქიშვილის გამზირზე “Bus Lane”-ის მოწყობის შესაძლებლობები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.
წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი ასევე შეეხო პარკინგის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომლის დეტალურ აღწერილობასაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში მიიღებს, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს შესაბამის კომისიას წარედგინება.
CDIA-იმ ასევე წარმოადგინა თბილისის მეტროპოლიტენის სისტემის მიზანშეწონილობის ახალი კვლევა, რომელიც სავარაუდოდ 5 თვეში დასრულდება და მეტროპოლიტენის მუშაობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს შეისწავლის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss