ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მევენახეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდეა
ნინო შუბითიძე
22 მარტი, 2017, 15:32
მევენახეობის ხელშეწყობის სახელმწიფო  პროგრამაში რეგისტრაცია  3 აპრილამდეა

თბილისი (GBC) – მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  3 აპრილამდე,  www.acda.gov.ge -ზე  გაგრძელდება.

კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტ ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის  აღჭურვილობა გადაეცემა,  მან კი  საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

კოოპერატივში  უნდა იყოს 20 მეპაიე ან მეტი.  საკუთრებაში  უნდა გააჩნდეთ  ≥ 20 ჰა ვენახი, სადაც გაშენებული  იქნება: რქაწითელი, საფერავი,მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).         

 პროგრამა  ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს, რომლის  ფარგლებში ტრენინგი ჩატარდება ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე.

პროგრამაში მონაწილეს სარგებლის მიღების საშუალება  ყურძნის რეალიზაციის გარდა,  უკვე ღვინის რეალიზაციიდან  ეძლევა.

პროგრამა  საპილოტეა, ბიუჯეტი 1 მლნ ლარი და მის ფარგლებში  არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები