ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომუნალური  კომპანიები ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვენ
ბიზნესკონტაქტი/ მარიამ მინაძე
22 მარტი, 2017, 15:16
კომუნალური  კომპანიები ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვენ

თბილისი (GBC) - ენერგო და წყალმომარაგების კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კაპიტალზე უკუგების 13,5%-იანი მაჩვენებელი იმაზე მაღალი უნდა იყოს ვიდრე დღეს, ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს.

კომპანია Georgian Water And Power აღნიშნავს, რომ მათ საერთაშრისო აუდიტორულ ფირმებს დაუკვეთეს კვლევა, სადაც გამოჩნდა, რომ ქართულ რეალობაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, მოსამართლემ მოითხოვა ექსპერტიზა და უახლოეს მომავალში საერთაშორისო ექსპერტები 6 კვირის განმავლობაში მოამზადებენ დასკვნის, რის შემდეგაც სასამართლო დაადგენს რამდენად სრულფასოვნად იქნა გარემოებები შესწავლილი ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დადგენილების გამოცემის დროს.

კვლევებისთვის თანხებს სემეკი და კომპანია თანაბრად გადაინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდება დავა, მას  მიმდინარე ტარიფზე   გავლენა არ ექნება, რადგან განვლილ პერიოდს ეხება.

GWP-ს პოზიციას იზიარებს კომპანია Energo Pro Georgia-ც თუმცა მათ ამ ეტაპზე სასამართლოში სარჩელი შეტანილი არ აქვთ. კომპანიას მიაჩნია, რომ მაჩვენებელი გადასახედია გაზრდის მიმართულებით და სავარაუდოდ, როდესაც ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვის დრო დადგება, ამ საკითხს დააყენებეს.

GWP-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა მამულაშვილის განცხადებით, -  „კომპანიას გააჩნია საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიების დასკვნები, რომ სემეკის მიერ დადგენილი კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი  არის არასამართლიანი და ის უფრო მაღალი უნდა იყოს. GWP-ს, „რუსთავის წყალს“ და  „მცხეთის წყალს“ აქვს დავები სემეკთან, და რუსთავის წყლის დავასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დანიშნულია ექსპერტიზა. დასკვნის მომზადებისთანავე, განახლდება განხილვები  და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამართლიანად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია დარგის შემდგომი განვითარებისთვის“.

სემეკს ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მასში გათვალისწინებულ კაპიტალზე უკუგების 13.5%-იანი მაჩვენებლის დადგენაში ავსტრალიელი ექსპერტები დაეხმარნენ. პროექტი ევოკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და მეთოდოლოგიაზე მუშაობა 18  თვის განმავლობაში გაგრძელდა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მაგალითად პორტუგალიაში წყალმომარაგების მიმართულებით, ტარიფში გათვალისწინებული კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 3.7%-ია. თუმცა იქ ეკონომიკური ვითარებიდან მომდინარე რისკები სხვანაირია. საქართველოში კი, კომპანიებისთვის ძირითადი რისკები ვალუტის კურსის ცვალებადობას უკავშირდება. სემეკი ამ სიტუაციიდან ორ გამოსავალს ხედავს,  ერთი - კაპიტალის ინდექირება უცხოურ ვალუტაში, ხოლო მეორე - კაპიტალზე უკუგების მაჩვენებლის მცირედით გაზრდა. თუმცა, ამავდროულად, რომელიც სემეკის თქმით, სოციალური თვალსაზრისით ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, რადგან პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის კომუნალურ ხარჯებთან და ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის პირობებში ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.

სემეკის კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, არ შეიძლება დაუწესო კომპანიებს ისეთი უკუგება, რომ კომპანიები ზემოგებებზე გავიდნენ, რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს. ეს არის ბუნებრივი მონოპოლიები, აქ მომხმარებელს არ აქვს არჩევანი და მომხმარებელი არ უნდა იხდიდეს ერთი თეთრითაც ზედმეტს, ვიდრე ეს არის ლოგიკასა და დასაბუთებასთან ახლოს. არ შეიძლება დავაწესოთ 30-40%-იანი უკუგება და დავავალდებულოთ მომხმარებელი, რომ  ეს გადაიხადოს. ამიტომაცაა,  რომ ძალიან ხშირად კომისია თუნდაც დავების განხილვის დროს უფრო იხრება მომხმარებლისკენ, რადგან კომპანიას მომხმარებლისგან განსხვავებით ძალიან ბევრი რესურსი და ბერკეტი გააჩნია.

იმ პირობებში, როდესაც ტარიფში გათვალისწინებული ენერგოკომპანიების წლიური მოგება მათი კაპიტალის 13.5%-ია, კომპანიები ყოველწლიურად საკუთარ ინვესტიციებს ზრდიან და ქსელს აუმჯობესებენ. რამდენად სამართლიანია სემეკის მიერ დადგენილი მაჩვენებელი ამის განხილვას სასამართლო, ექსპერტიზის დაკვნის შემდეგ, დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ტარიფების გაანგარიშებას სემეკის 20-მდე სპეციალისტი 150 დღეს ანდომებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სასამართლოს იგივეს გასაკეთბლად კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები