ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინი საქართველოს მთავრობას კორპორაციული ბაზრის გახსნას ურჩევს
ნინო შუბითიძე
22 მარტი, 2017, 14:07
ბილაინი საქართველოს მთავრობას კორპორაციული ბაზრის გახსნას ურჩევს

თბილისი (GBC) – „ბილაინი“ (შპს მობიტელი)   სახელმწიფო უწყებებისთვის მობილური კავშირის კორპორაციული შესყიდვის პირობების შეცვლას აპროტესტებს. 

კომპანიის ცნობით, მომსახურების შესყიდვის ტენდერის პირობები ისე დაკორექტირდა, რომ „ბილაინმა“ ვეღარ დააკმაყოფილოს.

„მოთხოვნილია 3G ქსელის ქვეყნის ტერიტორიის 55 % დაფარვა.  ბილაინი  50 % -მდე  ფარავს და  3 თვეში ახალ ზღვარს  გადალახავს, ამასთან ახალი ტენდერით  ფასიც გაზრდილია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ბილაინის პოზიციაა, კორპორაციულ  ბაზარზე იყოს  ღია გარემო და სახელმწიფო უწყებამ ოპერატორი თავად  აირჩიოს - "რაც უფრო მეტად  გაიხსნება ეს სივრცე, მით მეტად მოიგებს ყველა - მომხმარებელი,  სახელმწიფო და სამივე ოპერატორიც“.

 შეგახსენებთ,  26-30 იანვარს, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ,,ბილაინმა“ შეიტანა, რომელიც ტენდერით მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებდა და გამარჯვებულადაც უნდა  გამოცხადებულიყო, თუმცა შემდეგ დისკვალიფიცირდა და  ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.

კომპანიამ ოქმი  საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საკითხის განხილვამდე კი, 17 მარტს  ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

"ბილაინმა" ბაზარზე არსებულ დუოპოლიაზე არაერთხელ მიუთითა, რასაც არ იზიარებს მაგალითად "ჯეოსელი", რომლის დირექტორმა კონკურენტს  მედიიდან მოუწოდა  დაფარვის ზონა გაზარდოს და მას  "შემდეგ შეეძლება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება". 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები