ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ქადაგიძემ პროფესიული სწავლების ცენტრი Edushare დააარსა
22 მარტი, 2017, 11:22
გიორგი ქადაგიძემ პროფესიული სწავლების ცენტრი Edushare დააარსა

თბილისი (GBC) - გიორგი ქადაგიძემ პროფესიული სწავლების ცენტრი Edushare დააარსა.

"ბიზნესკონტრაქტის" ცნობით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მის მიერ დაარსებული სალექციო კურსის მონაწილეებს პირველად “მაკროეკონომიკა აღმასრულებლებისთვის” ორშაბათიდან წაუკითხავს.

“ედუშეარის” მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამების მიწოდება აღმასრულებელი ლიდერებისა და პროფესიონალებისთვის. კომპანიის დამფუძნებელთა განცხადებით, ეს იქნება რეგიონის ჰაბი, Edushare-ის რესურსების, ცოდნის და სხვადასხვა ინდუსტრიასა თუ აკადემიურ სფეროში ჩართულ პროფესიონალთა ქსელის კონცენტრაციის სივრცე.

კურსებია:  კორპორატიული საკრედიტო რისკი ;  უძრავი ქონების შეფასება;
თვითმენეჯმენტი და პიროვნული განვითარება;  ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა;  მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია ექსელში;

კურსები მორგებულია ორგანიზაციის კონკრეტულ საჭიროებებზე. ამას გარდა, კურსების მიმართულება შეესაბამება ადგილობრივ და გლობალურ ეკონომიკურ, სარეგულაციო, ბიზნეს და ტექნოლოგიური განვითარების კონტექსტს, რათა ისინი თანხვედრაში იყოს კონკრეტულ უნარებსა და ექსპერტიზაზე თანამედროვე და სამომავლო მოთხოვნებთან.

კონტაქტი: Contact@eduashare.ge

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები