| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო მონაცემებით $75 მილიონის სესხია გალარებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი მიეცათ.
ამბობს, რომ დაზუსტებული მონაცემებით, გალარებულია პოტენციური სესხების 23%, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.
რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას, გვენეტაძის თქმით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რასაც ბევრ ქვეყანაში ამას 10-15 და მეტი წელი დასჭირდა. ეს საკითხები და ღონისძიებები განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა საქართველოში მუშაობა.
"ჩამოთვლილია პუნქტები და ჩვენ მივყვებით მათ განხორციელებას",- აღნიშნავს გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ გალარების პროგრამა 17 მარტს დასრულდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss