ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
15 კომპანიამ ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდიაზე 2-ჯერ მეტი თანხა შეიტანა
21 მარტი, 2017, 12:55
 15 კომპანიამ ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდიაზე 2-ჯერ მეტი თანხა შეიტანა

თბილისი (GBC) - სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულმა 15-მა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 24 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა და საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა დაიწყო.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წამოიწყეს ახალი საქმიანობა, ხოლო 3 საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო.

 5 კომპანია  ექსპორტზეა ორიენტირებული და მათ ამ პერიოდში  2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს. 

" 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია,  სუბსიდიის სახით  მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია.  მნიშვნელოვანია, ასევე ისიც,  რომ  სახელმწიფო პროგრამის დახმარებით,  საწარმოების მიერ  470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი  დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას", - აცხადებენ სამინისტროში.

 დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ   „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 184 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია.  პროექტების დახმარებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 7 966 ახალი სამუშაო ადგილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები