ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ახალი ფაბრიკის მშენებლობისთვის ნებართვები მოიპოვა
20 მარტი, 2017, 19:17
ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ახალი ფაბრიკის მშენებლობისთვის ნებართვები მოიპოვა

თბილისი (GBC) - რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ,  "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები მოპოვა. 

"ინსტიტუციონალურ დონეზე პროექტს უკვე აღარაფერი აფერხებს", - განუცხადა GBC-ის კომპანიის წარმომადგენელმა ზაქარია ზალიკაშვილმა, ის იმედოვნებს, რომ შიდა პროცედურებიც მალე დასრულდება და ქარხნის მშენებლობა დაიწყება. 

ინვესტორმა პროექტისთვის უკვე დახარჯა საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია და მისი  მზადყოფნის მიუხედავად $20 მილიონიანი პროექტის დაწყება მაინც გაჭიანურდა.

კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ფაბრიკა ხარჯებს შეუმცირებს, რითაც  ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. 

პროექტით, დაგეგმილია 200 ტ/სთ წარმადობის, თანამდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკის მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა გამამდიდრებელ ფაბრიკას.

ახალი ფაბრიკა აღჭურვილი იქნება ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემით, რაც მინიმუმამდე ამცირებს მდ. ყვირილას წყლის დაბინძურების რისკებს, ხოლო პერსპექტივაში შლამსაცავში დასაწყობებული შლამების შემდგომი გადამუშავებით შესაძლებელი იქნება მანგანუმის კონცენტრატის მიღებაც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები