ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: ყველამ, ვინც ისარგებლა გალარების პროგრამით, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა  ოჯახის ბიუჯეტის სასარგებლოდ
20 მარტი, 2017, 17:21
ირაკლი კოვზანაძე: ყველამ, ვინც ისარგებლა გალარების პროგრამით, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა  ოჯახის ბიუჯეტის სასარგებლოდ

თბილისი (GBC) - „ ლარიზაცია, ეს არის კომპლექსური გეგმა და გრძელვადიანი პროცესი. სახელმწიფო მას მუდმივად დაუჭერს მხარს“, -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ  გალარების პროგრამის დასრულების შემდეგ, აღნიშნა, რომ  ამ მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა წლების წინ მიიღეს გადაწყვეტილება და იგი პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.

გალარების პროგრამა, რომელიც მოქალაქეების მიერ დოლარში აღებული საბანკო სესხების ლარში გადატანას გულისხმობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  პოზიტიურად შეაფასა.

“რაც შეეხება გალარებას, ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის, რათა მათი განკარგვადი შემოსავლების შემცირების რისკი დაებალანსებინათ. თუ ავიღებთ ქართულ ბანკებს,   დოლარიზაციის  კოეფიციენტი თითქმის 80 პროცენტია. აქედან გამომდინარე, არის მაღალი რისკი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში 65 მილიონი ლარი და შევთავაზეთ მოსახელობას, ეს რისკი შეემცირებინათ. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა - 5 ათასზე მეტმა მომხმარებელმა, ისარგებლა ამ შესაძლებლობით და 70 მილიონ დოლარზე მეტი გალარდა. ეს არის კარგი მაჩვენებელი. თებერვლის მეორე ნახევარში დიდი აქტივობა იყო. ვფიქრობ, ყველამ, ვინც ისარგებლა გალარების პროგრამით,  პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საკუთარი ოჯახის ბიუჯეტის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები