| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილი დაიწყო, ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს სოციალური ბიზნესიდეების პროექტის სახით წარდგენა 28 აპრილამდე შეუძლიათ.
Social Impact Award (SIA) - მასშტაბური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით,“საქართველოს ბანკი“ პარტნიორობით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა.
„ პროექტის მხარდაჭერა ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნა- განვითარების თვალსაზრისით“, - ბანკის ცნობით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, 4 თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. კონკურსანტების განაცხადების განხილვით მომდევნო ინკუბაციისთვის 8 ფინალისტი გუნდს შეირჩევა და დასასრულ, გამოვლენილი 3 გამარჯვებული 2 000- 2000- 2000 ევროს მიიღებს, ასევე დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისს შემთხვევაში, გრანტის სახითს დამატებით 20,000 ლარის მოპოვების საშუალებას მისცემს, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.
„Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. პროგრამის ფარგლებში გამართულ ვორქშოფებზე 200-ზე მეტმა სტუდენტმა იმუშავა საკუთარი სოციალური ბიზნესიდეის განვითარებაზე, იმედია პროგრამის შედეგად ბევრ მდგრად სოციალურ საწარმოს ვიხილავთ.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss