ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბაზრით სასტუმრო ბიზნესის მსხვილი  ოპერატორები ინტერესდებიან
20 მარტი, 2017, 11:33
საქართველოს ბაზრით სასტუმრო ბიზნესის მსხვილი  ოპერატორები ინტერესდებიან

თბილისი (GBC) - საქართველოს ბაზრით სასტუმროს მსხვილი ოპერატორები ინტერესდებიან.

ბაზრის მიმზიდველობასა და პოტენციურ პროექტებზე შეხვედრები კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენის, MIPIM-ის ფარგლებში Colliers International Georgia-მ გამართა.

კომპანიის  მმართველმა დირექტორმა, ირაკლი კილაურიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ შეხვედრები სასტუმროების ოპერატორ მსხვილ კომპანიებთან შედგა, მათი ნაწილი საქართველოში უკვე წარმოდგენილია და პროექტებს ანვითარებს, თუმცა არიან სხვა კომპანიები, რომლებიც ჯერ არ შემოსულან, მაგრამ იციან, რომ საქართველო მიმზიდველი ბაზარია და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგანაც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში მზრდია. 

„საოპერაციო ნაწილშიც რომ შევხედოთ,  საერთაშორისო სასტუმრო კომპანიებს,  მათი მომგებიანობის მარჟა საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ცენტრალურ ან დასავლეთ ევროპაში“, - აცხადებს კილაურიძე და აქვე მიმდინარე სასტუმრო პროექტებზეც აღნიშნავს, რამაც შესაძლოა ჭარბი მიწოდება შექმნას ბაზარზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მოთხოვნაც ადეკვატურად იზრდება.

 „დღეს, რომ შეხედოთ ბაზარს და ნახოთ ფასები, აშკარაა რომ მიწოდება აკლია ბაზარს, რადგანაც ძალიან მაღალია ფასები და ძალიან კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ (სასტუმროებს), ეს რასაკვირველია შეიძლება შეიცვალოს, ცოტა ქვემოთ ჩამოვიდეს, დარეგულირდეს,  მაგრამ ბევრია  დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება მოთხოვნის ნაწილი, როგორი იქნება ტურიტების და ბიზნეს  ვიზიტების ნაკადი", - აღნიშნავს კილაურიძე. 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები