| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია El Al Israel Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით, რომელზეც 2016 წელს ფრენები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პიკურ პერიოდში ფრენები კვირაში 8 სიხშირით, ხოლოს სეზონის ბოლომდე კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება.
ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირების სიხშირეს ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ მარტის ბოლოდან ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება. 2 მაისიდან ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და ფრენა შესრულდება კვირაში 6 სიხშირით, ხოლო 26 მაისიდან 23 ივნისამდე დაემატება კიდევ 2 სიხშირე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 8 სიხშირით. 23 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28.10) ფრენები განხორციელდება კვირაში 6 სიხშირით.
თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულების მსგავსად, ფრენები მოიმატებს თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით და ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. 2016 წლის განმავლობაში EL AL-ის მიერ თელ ავივი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდებოდა. ორივე მიმართულებით ფრენები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
შეგახსენებთ, El Al Israel Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss