| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გერგეთის სამებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტი პარასკევს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ სტეფანწმინდის მოსახლეობას წარუდგინა.
სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე - 5,66 კილომეტრია. გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან.
დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss