| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –„არც კარგია, არც ცუდია“ - დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების საბჭოს წევრის ტარიელ გვალიას უღიმღამო შეფასება გალარების პროგრამის ავტორების იმპულსურმა მიდგომამ განაპირობა.
საბანკოს შემდეგ, საფინანსო სექტორის სხვა სეგმენტიდან, გვალიას, 2-თვიან კამპანიაში დახარჯული რესურსი ფუჭად ეჩვენება, ონლაინ დაკრედიტების აკრძალვის დაანონსებიდან, გალარების და ლარიზაციის შედარებითი დახასიათებამდე, ასევე ბანკის და კლიენტის ნერვები და მთავრობის ძალისხმევა.
ბანკირი 3 თვის წინ არსებული გამოწვევების არასათანადო ანალიზის და საპასუხო რეაქციის არაადექვატურობაზე აცხადებს. მიაჩნია, ეს, ლარის გაუფასურების აჟიოტაჟის განეიტრალებისთვის არ იყო ოპტიმალური. ტარიელ გვალიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე ეკონომიკური. ეს არ ნიშნავს მეტ სარგებელზე გათვლის უპერსპექტივობას, თუმცა თავიდანვე არასწორი გათვლა გაკეთდა. შეუძლებელი იყო ერთდროულად ყველა რისკის დაზღვევა, ამან არასწორი მოლოდინები გააჩინა.
ტარიელ გვალია არც სესხის ვალუტის მიხედვით მოქალაქეების სეგრეგაციას იზიარებს და არც მასობრივი საშუალებებით მსესხებლების ერთი ნაწილის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე საზოგადოების პერმანეტიულად ინფორმირებას, - რამდენი პუნქტით, რამდენს, რამდენჯერ გაუძვირდა სესხი. მისი თქმით, თემით სპეკულირება არაფერს ემსახურება.
მთავრობამ -20 პუნქტიან თანამონაწილეობით $40 000-მდე სესხების ლარში პორტირება შარშან დაანონსა, საწვავზე, ავტოიმპორტზე, სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდასთან ერთად.
გათვალა თუ არა მთავრობამ იმპორტიორის ქცევა და საქონლის დამარაგებით შექმნილი ვალუტის დეფიციტით მისი კურსის მოსალოდნელი ტრენდი? კითხვაზე ტარიელ გვალია თავს იკავებს, რადგან მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას უკვე „იმპულსურით“ შემოიფარგლა და დამძიმება არ სურს.
ლარიზაციის კამპანია გრძელდება. 17 იანვარს დაწყებული გალარების ერთჯერადი პროგრამა კი 17 მარტს სრულდება. ამ დროისთვის $57 მლნ-ის პორტფელია გალარებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss