ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა.
16 მარტი, 2017, 15:10
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა.

თბილისი (GBC)-  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება.

მხარეებმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ღრმად ვართ დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით. საქართველო წარმოადგენს, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელს, ასევვე საიმედო გამტარს.

საუბარი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას. რომელიც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზეც გაამახვილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც, განიხილეს უსაფრთხოების გარემო. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები