ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული ცხვრის ფასის გაორმაგდა
16 მარტი, 2017, 15:03
ქართული ცხვრის ფასის გაორმაგდა

თბილისი (GBC) - "რეზონანსი" ქართული ცხვრის ექსპორტისა და ფასის ზრდაზე იტყობინება. 

გამოცემის ცნობით, შარშანდელთან შედარებით, ქართული ცხვრის ფასი გაორმაგდა, რაც პირუტყვის დეფიციტს უკავშირდება. დეკემბრის დასაწყისში თუკი 1 კგ ცხვრის ხორცის ღირებულება 8 ლარი იყო, ახლა ფასი 15 ლარს აღწევს.

დეფიციტი კი, წარმატებული ექსპორტის შედეგია, ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნაა ირანსა და ერაყში.

მეცხოველეობის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შუამავლები კიდევ აქტიურობენ, მაგრამ გასაყიდი ცხვარი თითქმის აღარავის შერჩა. შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული ექსპორტზე 200 ათასზე მეტი ცხვარია გასული. ახლა მეცხვარეები 250 ათასამდე ნამატს ელოდებიან სეზონზე, რაც პირუტყვის დეფიციტის პრობლემას საგრძნობლად მოაგვარებს. ისინი ამბობენ, რომ მთავარია შენარჩუნდეს ფასი და უცხოურ ბაზარზე საქონლის რეალიზაცია კვლავაც მომგებიანი იყოს.

ამ ეტაპზე საექსპორტოდ გამზადებული ქართული ცხვრის ფასი 180-200 ლარის ფარგლებშია, შარშან 90-100 ლარს არ აღემატებოდა. ესე იგი, 1 წელიწადში მისი ფასი გაორმაგდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები