| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მსოფლოს ახალგაზრდა (≤40 წ) ლიდერებში , სხვადასხვა სფეროს გავლენიან და წარმატებულებს შორის, საქართველოდან ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარე, ნინო ზამბახიძე შეირჩა.
ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, YGL-2017 წლის (ვაიჯიელი, ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ფორუმი) კლასის 54% ქალბატონია, უმრავლესობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებიდან, რომლებიც მათი თაობის საუკეთესო პროფესიონალებს წარმოადგენენ.
ნინო ზამბახიძის წარმატებას მისი პროფესიული მიღწევების 5-წლიანი ჯაჭვი განაპირობებს, შეფასებული, როგორც წვლილი მომავალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.
YGL-ის წევრებსა და კურსდამთავრებულებს შორის არიან მთავრობის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინანტები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოცმეწარმეები. YGL-ის კურსდამთავრებულების ვალია ერთმანეთთან 5-წლიანი მუშაობა მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებაში.
“ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერები ერთად წარმოადგენენ მათი თაობის საუკეთესო მაგალითს და ხელს უწყობენ მდგრადი სოციალური ინოვაციების ახალი მოდელის შექმნას." - განაცხადა ჯონ დუტონმა.
Young Global Leaders -ში 900-ზე მეტი განსაკუთრებული უნარის მქონე 900-ზე მეტი ახალგაზრდა ლიდერია გაწევრიანებული. თამამი და გამბედავი აქტივისტები, მოწოდებული არიან ნიჭი და დრო უკეთესი მსოფლიოს შექმას მოახმარონ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss