| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იაპონურმა კომპანია Cerevo-მ ინოვაციური ფეხსაცმელი წარადგინა.
Cerevo, რომელიც ტოკიოს სტარტაპების ინკუბატორის ერთ-ერთი მონაწილეა, საკუთარ გამოგონებას მომავალ კვირაში ჰანოვერში, ინოვაციების საერთაშორისო გამოფენაზე CeBIT წარადგენს.
იაპონური კომპანიის მთავარი პროფილი დიჯიტალიზაციაა და რამდენიმე სიახლე აქვს, მათ შორისაა ჭკვიანი სანათი, რომელიც ადამიანის ხმოვან ბრძანებებს ემორჩილება, მაგალითად ბრძანებას „ჩაირთე“ , სანათის მოძრაობა მოჰყვება, ის იხსნება და ინთება.
მათი ნამუშევარია ორიგინალური ფეხსაცმელებიც, ვირტუალური რეალობის ეფექტით.
ფეხსაცმელს აქვს სენსორები, უკუკავშირის მოწყობილობა და მცირე ზომის ძრავა. მათი ჩაცმით მფლობელი ვირტუალურ სამყაროში იწყებს მოგზაურობას და აქვს განცდა, რომ დადის ქვებზე, ხის ზედაპირზე, ან თოვლზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის გაოცებას ჰანოვერის გამოფენაზე ამომავალი მზის ქვეყნის 118 კომპანია შეეცდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss