| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული ტელეარხის MSNBC-ის წამყვანის რეიჩელ მედიუს ინფორმაციამ, რომ ის თავის გადაცემაში დონალდ ტრამპის 2005 წლის საგადასახადო დეკლარაციას გაასაჯაროებდა, თეთრი სახლის აღშფოთება გამოიწვია.
BBC-ის ცნობით, ჯერ კიდევ გადაცემის დასრულებამდე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა 2005 წელს, როდესაც Trump Organization-ის ხელმძღვანელი იყო, გადასახადების სახით 38 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალზე.
თეთრ სახლს არანაერი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. მათ ტელეკომპანიის ქმედებაც უკანონობად შეაფასეს.
„როდესაც გსურთ რეიტინგების მიღება, მზად ხართ კანონი დაარღვიოთ და ათი წლის წინანდელი საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროოთ. აბსოლუტურად უკანონოა საგადასახადო დეკლარაციის მოპარვა და გამოქვეყნება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
რეიჩელ მედოუს კი, დეკლარაცია ჟურნალისტმა დევი კეი ჯონსონმა გადასცა, რომელიც ირწმუნება, რომ დოკუმენტი ფოსტით, ანონიმი წყაროსგან მიიღო.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავისი საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებაზე, რის გამოც ჰილარი კლინტონის კრიტიკაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ იმასაც, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტრამპი პრეზიდენტის რანგში მიღებულ ანაზღაურებას ქველმოქმედებისკენ მიმართავს. პრეზიდენტის წლიური ხელფასი კი, აშშ-ში 400 000 აშშ დოლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss