| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

.თბილისი (GBC) – ეკონომიკის მინისტრი გალარების პროგრამას და ლარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
გიორგი გახარია ამბობს, რომ გალარების თემა ორ ნაწილად უნდა გაიყოს: - პირველი ეს არის ლარიზაცია, რაც არის პოზიტიური მოვლენა და თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, ეს გადაწყვეტილება იქ წლების წინ არის მიღებული.
“ლარიზაციის ნაწილში კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა
უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი“, - ამბობს მინისტრი.
გალარება, მინისტრის თქმით, იყო სოციალური პასუხისმგებლობის
მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის, რათა მათი განკარგვადი
შემოსავლების შემცირების რისკი დაებალანსებინა.
„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანას, მაშინ როდესაც ქვეყანაში დოლარიზაციის ძალიან
მაღალი დონეა, ეს შეთავაზება უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც. ვინც ჩათვალა რომ
ეს მისი ეკონომიკური მდგომარეობისთვის იყო მისაღები გამოიყენა და ვთვლით, რომ ეს
იყო აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს მინისტრი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss