| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დაანონსებიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაციის კიდევ ერთი ვადა დასახელდა.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სააგენტოს შესახებ დეტალური ინფორმაცია, სხვა მსგავს პროგრამებთან ერთად, თვის ბოლოს, ფორუმზე მოხდება.
თუმცა, მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რა ფორმით მოხდება სააგენტოს ჩამოყალიბება.
„დღეს არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ბაზაზე გაკეთდება ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, რამეთუ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ და ვემზადებით ბიზნეს სახლის გასაკეთებლად, სადაც ყველა მომსახურება იქნება თავმოყრილი, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ დავაანონსებთ ახალ ფორმას მეწარმეების განვითარებისთვის, თუ სად იქნება სტრუქტურა, საპარტნიორო ფონდში თუ ცალკე, ამას არ ექნება მნიშვნელობა“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და აღნიშნავს, რომ მეწარმე სუბიექტისთვის იქმნება ერთი სივრცე, სადაც ბიზნესმენი მიიღებს ყველა სახის მომსახურებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss