| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - EBRD შპს „რუსთავის აზოტს“ 125 მილიონი დოლარის დაფინანსებას აღარ გამოუყოფს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გასულ წელს დაანონსებული ინვესტიცია შეჩერდა.
ბრუნო ბალვანერას განცხადებით, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, ამასთან მიზეზებს შორის სახელდება მსოფლიო ბაზრის დინამიკაც.
"ჩვენ შპს "რუსთავი აზოტთან" ერთად ვმუშაობდით და დამამტკიცეთ მსხვილი პროექტი. მისი მიზანი, როგორც ყველა სხვა მსგავსი დაფინანსებების სიტუაციის ნომალიზება იყო. პირობები არ შესრულდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი გახდა. იყო რამდენიმე მიზეზი, მაგრამ მთავარი მათ შორის იყო ბაზრის დინამიკა მსოფლიოში. ჩვენ კარგად ვიცნობთ კომპანიას თუმცა არ ვიცით რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
"ლოიალ კაპიტალ ჯგუფში" შემავალ საწარმოს შპს "რუსთავის აზოტსა" და ევრობანკს შორის შეთანხმებას ხელი ზაფხულში მოეწერა. 155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემდა, ხოლო 30 მილიონს საქართველოს ბანკი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შპს "რუსთავის აზოტს" პრობლემები შეექმნა და მისი კუთვნილი აქტივები აუქციონზე გასხვისდა, შედეგად, სასუქების უმსხვილესი ქარხანა დღეს უკვე „ეუ ინვესტმენტის“ საკუთრებაა და არა შპს "რუსთავის აზოტის".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss