ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
14 მარტი, 2017, 11:07
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს

თბილისი (GBC) - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2017-ზე წარადგინა.

ბერლინში გამართულ გამოფენაზე  ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები წარუდგინეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში პოპულარული ტურისტული პროდუქტების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გერმანული სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

დეპარტამენტი  რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას წელს პირველად გერმანიაშიც იწყებს. სარეკლამო კომპანიებთან შეხვედრებისას სწორედ,  აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი სარეკლამო და პიარ აქტივობები განიხილეს.

გერმანიაში სარეკლამო აქტივობების დაწყებას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის მიმართულებით არსებული ფრენები. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ფრენები გერმანიის სამი ქალაქის -  ბერლინის, დორტმუნდისა და მემინგემის მიმართულებით ხორციელდება.

დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიის ტურისტულ ბაზარზე გაზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები