ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩატარდა
13 მარტი, 2017, 14:33
ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩატარდა

თბილისი (GBC) - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრებზე სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნეს სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგინეს პროგრამები, პროექტები და სერვისები.

წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა ჩაატარეს ტრენინგი და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და  სსიპ ,,ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებდა.  თითოეულმა სტრუქტურამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტების და სერვისების შესახებ უამბო.

ღონისძიების ბოლოს ინოვაციების სააგენტომ 10 მუნიციპალიტეტთან  მემორანდუმი გააფორმა, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და  რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვამ“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართა კრეატიული იდეების მარათონი (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს  საშუალება ქონდათ ემუშავათ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე.  

ინოვაციების დღეების მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეების წახალისება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები