| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართული ლუდის კომპანია (ზედაზენი) საზოგადოებას ქართულ ნატურალურ წვენს „ჩერო“ წარუდგენს.
პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.
საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის.
ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ ლიტრის წარმოება მოხდება. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.
ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა - კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.
პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 14 მარტს, 14:00 სთ-ზე, სოფ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss