ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჯეუ გრუპი მობილურ ასფალტ-ბეტონის ქარხანას გახსნის
10 მარტი, 2017, 18:07
ჯეუ გრუპი მობილურ ასფალტ-ბეტონის ქარხანას გახსნის

თბილისი (GBC) - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 228 საწარმოს კიდევ ერთი,  ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო  „ჯეუ გრუპი“ შეემატება.

საუბარია  მობილურ ასფალტ-ბეტონის ქარხანაზე, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა  3,35 მლნ ლარია.

 "ჯეუ გრუპის“ ინფორმაციით, კომპანიამ  ბოლო ორი წლის განმავლობაში  სწრაფი ტემპით განვითარება შეძლო და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა  საგზაო მშენებლობის ინდუსტრიაში.

ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძინა მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოებაზე. ქარხანა შეძლებს მოამარაგოს საქართველოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ქარხანა არის მობილური და მის დისლოკაციას სჭირდება მხოლოდ ერთკვირიანი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები.

ამასთანავე, ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო ნედლეულის მოსამარაგებლად შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილმდებარეობის პროექტებზე ადგილობრივი ინერტული მასალების კარიერების ამუშავებაც. 

„ჯეუ გრუპის“ საწარმო, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება,  ქ. თბილისში, თვალჭრელიძის II ჩიხში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები