| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ,,ზანავის“ მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით მიმდინარე წლის აუქციონი გამოაცხადა.
ლიცენზიის საწყისი ფასი 5 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი 500 000 ლარს შეადგენს.
წყლის რესურსის სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაიცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.
ზანავის მინერალური წყლის საბადო თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მინერალური წყალი ფორმირდება ბორჯომის ხეობაში, მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტში დახლოებით 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში და ხასიათდება უნიკალური თვისებებით.
აუქციონის პირობის თანახმად, შემსყიდველმა ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიცვას კანონით განსაზღვრული ის პირობები, რომელიც წყლის რესურსების სარგებლობასთან არის დაკავშირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss