ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
WEG: ენერგოსექტორის სუბსიდირება სახელმწიფოს წლიურად 500 მილიონი უჯდება
10 მარტი, 2017, 12:50
WEG: ენერგოსექტორის სუბსიდირება სახელმწიფოს წლიურად 500 მილიონი უჯდება

თბილისი (GBC) -ენერგეტიკის სფეროში წლიური 500 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სუბსიდიება ფიქსირდება, -  მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISD) და ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ახალ კვლევას აქვეყნებს. 

კვლევა 2012-2014 წლებს მოიცავს და გამოკვეთილია, რომ ყოველწლიურად 350 მილიონ ლარის სუბსიდირება ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზზე და ელექტროენერგიაზე შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებისთვის;

თბოელექტროსადგურების დღგ-გან გათავისუფლება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 30 მილიონი ლარი უჯდებოდა.

ელექტროენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, რომელიც ყოვეწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 160 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ყოველწლიურად, დაახლოებით 5 მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის ზამთარში უფასო გაზის მიწოდებაზე. ასევე, უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია სვანეთის მოსახლეობის ნაწილს, რისი შეფასებაც ვერ მოხერხდა არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

თბილისის მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონ ლარს ხარჯავდა ელექტროენერგიის ვაუჩერებზე მოსახლეობის სოციალური სტატუსის მიუხედავად, რაც მომდევნო წლებში შეიცვალა-  სუბსიდირების მოცულობა შემცირდა და უფრო მიზანმიმართული გახდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ენერგიის ფასების სუბსიდირება ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის, იწვევს ენერგიის უყაირათო მოხმარებას და, შესაბამისად, იმპორტზე მეტ დამოკიდებულებას. ამასთან, ენერგიის სუბსიდირება ზრდის სოციალურ უსამართლობას, ვინაიდან 1. სარგებელს აძლევს მათ, ვინც მეტ ენერგიას მოიხმარს, ანუ მდიდრებს; 2. სუბსიდირებაზე იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, რაც სხვა შემთხვევაში უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სოციალურ თუ განვითარების პროგრამებზე დაიხარჯებოდა. მოსახლეობისთვის ტარიფების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ეკონომიკის სექტორისათვის მაღალი გადასახადების დაწესების ხარჯზე ხდება, რაც შედარებით ჩამორჩენილი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები