ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: სებ-მა უნდა გაამკაცროს ზედამხედველობა როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ნაწილშიც  
9 მარტი, 2017, 19:58
ირაკლი კოვზანაძე: სებ-მა უნდა გაამკაცროს ზედამხედველობა როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ნაწილშიც   

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე საფინანსო სექტორში ზედამხედველობის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს,- სწორედ ამ დათქმით დაუჭირა მან მხარი საფინანსო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტს და  კოლეგებსაც ამისკენ მოუწოდა.

ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ სებ-ის მიდგომა უნდა იყოს  ერთგვაროვანი ბაზრის ნებისმიერი მოთამაშის მიმართ.

„ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია, საბანკო ზედამხედველობა იყოს დამოუკიდებელი და ადეკვატური. ამ საკითხს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს.   ზედამხედველობა უნდა იყოს მკაცრი, ადეკვატური, დამოუკიდებელი ყველანაირი მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური გავლენებისგან. ზედამხედველობა გაძლიერებული უნდა იყოს როგორც საბანკო, ასევე მომავალში არასაბანკო სექტრში.  უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არასაბანკო სექტორის ზედამხედველობას სჭირდება სრულყოფა. როდესაც ჩვენ ზედამხედველობის ფუნქციას, ფორმალურად, დავუბრუნებთ ეროვნულ ბანკს, მისი ვალდებულება იქნება (რასაც პირადად დავუჭერ მხარს), ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში  შემოვიდეს საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც არასაბანკო ნაწილშიც გაამკაცრებს ზედამხედველობას. საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საფინანსო სექტორის, არასაბანკო ნაწილში  შექმნილ პრობლემას ყოველდღიურად აწყდება. ამიტომ ვხედავთ მიტინგებს  პარლამენტის, ეროვნული ბანკის წინ თუ სხვაგან“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სესიაზე გამოსვლა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლე ექსკურსით დაიწყო.

„მსოფლიოში არსებობს 220-ზე მეტი ქვეყანა და აქედან 195 სახელმწიფოში არის ცენტრალური ბანკი ან მსგავსი ტიპის დაწესებულება, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. აქედან ნაწილში არის სისტემა, როცა ზედამხედველობა ხორციელდება  ცენტრალური ბანკის მიერ არის ქვეყნები, სადაც არსებობს მეგარეგულატორი. ასევე არსებობს მოდელი, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასრულებს ზედამხედველობას და არსებობს შერეული ტიპის მოდელიც. ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი ირჩევენ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი  გამოცდილება და  არსებობს  თვითოეული  მოდელის წარმატებული მაგალითები. 

საქართველო ცოტა ხანში ელოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას - ეს არის საპენსიო რეფორმა, ფინანსური ბაზრის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა. ეს  უკანასკნელი კანონპროექტი უკვე შემოსულია პარლამენტში და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი რამდენიმე დღეში დაიწყებს მის განხილვას. ამ საკითხებს სჭირდება საფინანსო სექტორის მკაცრი ზედამხედველობა, საბანკო ზედამხედველობა, ეროვნული ბანკის კიდევ უფრო გაძლიერება და ა.შ.. ამ მიმართულებით ჩვენ სწრაფად უნდა წავიდეთ წინ.“ - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები