ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი  ქართველი ილუსტრატორის წარმატებაზე აცხადებს (ვიდეო)
ნინო შუბითიძე
9 მარტი, 2017, 17:51
თიბისი  ქართველი ილუსტრატორის წარმატებაზე აცხადებს (ვიდეო)

თბილისი (GBC)  –თიბისი ბანკმა  ქართველი ილუსტრატორის წარმატებაზე  განაცხადა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

27 წლის ანა ჩუბინიძე  ქართულ-ფრანგული ანიმაციის  „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ავტორია, რომელმაც ფრანგული სტუდიის “ფოლიმაჟი” ანიმატორ, მარიონ შარიესთან ერთად იმუშავა.  ანიმაციის ჩვენება ფრანგულ ტელევიზია canal + ზე იგეგმება.

მანამდე კი,  ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში,  New York International Children's Film Festival  მონაწილეობს. ფესტივალში  2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. საკუთარი წარმატების აშშ-ში გასაზიარებლად ის  15 მარტს უნდა გაემგზავროს. თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge  ეხმარება.

ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია www.statusdonates.ge   და   მსურველს მხარდაჭერაც შეუძლია.

თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა.  პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები