ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ახლა რომან გოცირიძეს აღარ ეჩქარება
ნინო შუბითიძე
9 მარტი, 2017, 15:35
ახლა რომან გოცირიძეს აღარ ეჩქარება

თბილისი (GBC) –   შეჩერებული  €23 მილიონიანი გრანტი,  სავალუტო ფონდის  SDR 100 მლნ-დან  SDR 20 მლნ-ის  ($25 მლნ) დანაკლისი, პროგრამის  2-წლიანი  დაპაუზება, -  -სებ-დან  საფინანსო ზედამხედველობის გატანით  მიყენებული ზარალის არასრული  ქეისი  რომან გოცირიძემ,  სებ-ისთვის მაკონტროლებელი ფუნქციის  დაბრუნების   საკანონმდებლო განხილვაზე წარადგინა.

 საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა   ერთადერთ და მთავარ კითხაზე  „რატომ  არის ასეც კარგი და ისეც?“ პასუხი  კანონპროექტის წარმდგენისგან რომ ვერ მიიღო,  თავადვე უპასუხა.

 ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას  სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა   განმარტებითი ბარათიდან  სსფ-ის მოთხოვნა,  $285 მლნ-იანი  პროგრამის  ერთგვარი წინაპირობა გააცნო, ტრადიციული „შეგონებით“ -  „ხომ გეუბნებოდით“, რასაც თანაგუნდელების  „რომ გეუბნებოდით და არ გვიჯერებდით“  მოყვა და   ბოლოს „მეჭიაური-ებანოიძის“  კვალიფიკაციამდეც მივიდა.

გაგუას გოცირიძის კითხვის  ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოუწია,  თუ რატომ არ ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უპასუხა რომ სებ-ს  და მთავრობას  რეფორმები ეჩქარება და  კანონპროექტის  დაჩქარებით  სსფ-ს პროგრამის 12 აპრილს დამტკიცების  იმედი აქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები