ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უძრავ ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ასახვა ამონაწერის განახლების შემდეგ მოხდება
9 მარტი, 2017, 11:05
უძრავ ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ასახვა ამონაწერის განახლების შემდეგ მოხდება

თბილისი (GBC)-  უძრავ ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ასახვა ამონაწერის განახლების შემდეგ მოხდება, - საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით ბლოკჩეინში უკვე ასახულია 20 თებერვლიდან, უძრავ ქონებაზე გაკეთებული ყველა ამონაწერი.

უწყების ცნობით, ონლაინსერვისებით მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ.   ყველაზე პოპულარული ონლაინ სერვისი  უძრავ ქონებაზე ამონაწერის  მომზადებაა.  დღემდე  ამ სერვისით 190 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.   

„ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში კი, მონაცემების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. შესაბამისად, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად დაცული,  მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი  და გამჭვირვალეა”, - აცხადებენ სააგენტოში, აღნიშნავენ, რომ   მოქალაქეებს ამონაწერის განახლება ტერიტორიული ოფისების, იუსტიციის სახლების და საზ. ცენტრების გარდა, ელექტრონულადაც   შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ელექტრონულად განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით, იმავე დღეს მიღება კი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი.

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ელექტრონულად უძრავი ქონების რეესტრის ყველა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს.  დაინტერესებულ პირს, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ს დახმარებით შეუძლია ინტერნეტით მოითხოვოს და ინტერნეტითვე მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები