| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმში, ლეონიძის ქუჩზე მდებარე სარაგბო ბაზა იხსნებს.
ბაზა ფონდი „ქართუს“ და ბათუმის მერიის დაფინანსებით აშენდა, ის ქალაქის მფლობელობაში გადავა.
თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 355 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3,596 მლნ ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრეძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss