ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
გუდვილის კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს აძევებენ 
ნინო შუბითიძე
7 მარტი, 2017, 14:50
გუდვილის კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს აძევებენ 

თბილისი (GBC) –  გუდვილის   კრედიტორების  უმრავლესობამ 11 მარტს  რეაბილიტაციის ახალი მმართველი უნდა დაამტკიცოს.

კომიტეტის თავმჯდომარეს  კრედიტორთა    კენჭისყრით ,,ნექსია თიეის’’   გასვლის დიდი იმედის აქვს, რომელმაც ამჟამინდელი მმართველი ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი’’  უნდა  ჩაანაცვლოს.   აუდიტორული კომპანიების TOP-10-დან  ახალი მმართველის არჩევისთვის ტენდერის გამოცხადება რეაბილიტაციის დარღვევით მიმდინარეობის გარდა, ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ მიერ კრედიტორთა  ბევრ კითხვაზე  პასუხის გაუცემლობამ განაპირობა.

 შერჩევაში ჩაერთო ბიზნესასოციაცია,  რომლის წევრები „გუდვილის“  კრედიტორების 90%-ია.

„ნექსია“  ტენდერში მონაწილეებიდან ( „ნექსია“;Baker tilly , RSM , Price Waterhouse coopers (PWC)    შეთავაზებული  ფასის  - $15 500 და პირობების (ყველა პრობლემურ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება)  მიხედვით შეირჩა.

კრედიტორებმა თებერვლის დასაწყისშიც სცადეს რეაბილიტაციის მმათველის გაშვება, თუმცა უშედეგოდ, თუმცა მოგვიანებით მაინც შეძლეს მოსამართლის დარწმუნება მათთვის სასურველი დღის წესრიგით კრების მოწვევაზე. 

კრედიტორები მოითხოვენ, რომ ხელმძღვანელობასა და  რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა მოხდეს. 

ჰიპერმარკეტის მევალეებიდან ამ დროისთვის  გასტუმრებულია  2 უზრუნველყოფილი კრედიტორი  თიბისი ბანკი, ასევე Milano investment-ი,   რომელიც11 თვის განმავლობაში იყო მაჟორიტარი აქციონერი (60%). იტალიელი ინვესტორის  შემოსვლა და საოცრად წასვლა "გუდვილის" რეაბილიტაციამდე და შემდეგაც  მითქმა-მოთქმის საგანიც გახდა.

ამ დროისთის  დარჩენილია   კიდევ 1 უზრუნველყოფილი კრედიტორი - გიორგი მახათაძე, რომლის მიმართ 2 მლნ-ის დავალიანებიდან ნაწილი გასტუმრებულია და  სრულად დაფარვის შემდეგ  ბოლო რიგის  მევალეების ჯერი დგება, მათ შორის უმეტესობაა  VI რიგის - არაუზრუნველყოფილები  და რამდენიმე  VII რიგის,  კატეგორია ვინც   დაგვიანებით წარადგინა მოთხოვნა.  სულ   492 კრედიტორია (გასტუმრებულების ჩათვლით).

როგორც იცით, რეაბილიტაციის გეგმა პირველ რიგში I, II, III და IV რიგის კრედიტორის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

I - სააღსრულებლო ბიუროა, რომლის მიმართ „გუდვილს" 3 მილიონი მართებდა. II და III (რეაბილიტაციის დაწყებიდან წარმოშობილი ვალდებულება) რიგის კრედიტორი კომპანიას არ ჰყავს და მოსდევს უზრუნველყოფილი კრედიტორი - თიბისი ბანკი, რომელიც 16 მლნ-ის დავალიანებიდან 8 მლნ-ის გასტუმრებით, შარშან დააკმაყოფილეს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები