| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე" განაახლა.
პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, 18 ქალაქში განხორციელდება და მასში 14-21 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით დაეხმარონ.
"ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში",- აცხადებენ ცენტრში.
პროგრამა „მოხალისე" განახლდა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, ახალციხის, მარნეულის, ყვარლის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, ფოთის, თიანეთის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss