ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყირგიზეთს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმების გაზიარება სურს
7 მარტი, 2017, 10:58
ყირგიზეთს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმების გაზიარება სურს

თბილისი (GBC) – ყირგიზეთის დელეგაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმიანობას გაეცნო.

ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრ ურან ახმეტოვს უწყების მუშაობის სპეციფიკა ბიუროს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ  გააცნო.

საუბარი შეეხო სააღსრულებო წარმოების პროცედურებს, ბიუროს სერვისებს - მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული აუქციონი, აღსრულების პოლიციის მუშაობა.

ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა ინტერესი გამოთქვა დამატებით გაეცნოს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმებს და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეიქმნას ინფორმაციის აქტიური გაცვლის მექანიზმები.

იოსებ ბაღათურიამ დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს. სამინისტროს დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ასევე, დელეგაცია სტუმრობდა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის დღეს, 7 მარტს სრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები