ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დამოუკიდებელია თუ არა მედია საქართველოში? – IPM-ის ახალი კვლევა
7 მარტი, 2017, 10:54
დამოუკიდებელია თუ არა მედია საქართველოში? – IPM-ის ახალი კვლევა

თბილისი (GBC) –  საქართველოს მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში მედია გარემო ბოლომდე თავისუფალი არ არის, მედია საშუალებები არ სარგებლობენ აბსოლუტური ნდობით ხალხში, თუმცა თითქმის ყველა რესპონდენტი აღნიშნავს მედიის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და ზოგადად ამ საკითხის მნიშვნელოვნებას“, - ასეთია IPM-ის ახალი კვლევის შედეგი.

საზოგადოებაში მედიის თავისუფლების აღქმის გასარკვევად IPM-მმა კვლევა ჩაატარა და  პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 1200 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად,  მოსახლეობის 64% თვლის, რომ მედიის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშნელოვანია, 31 %-ის აზრით, გარკვეულ წილად მნიშვნელოვანი, რაც ადასტურებს, რომ  რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება.

გამოკითხულთა მხოლოდ 2% საერთოდ არ მიიჩნევს ამ ასპექტს მნიშვნელოვნად.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა სრულიად მედიას საქართველოში  საინტერესოა, რომ რესპონდენტთა ძირითად ნაწილში (72%) მაინც აღინიშნება გარკვეული უნდობლობა მედიის მიმართ. დაახლოებით 8% სრულ უნდობლობას უცხადებს ჩვენს მედია სივრცეს.

გამოკითხვისას რესპონდენტებს ასევე ეკითხებოდნენ თავისუფალია თუ არა მათი შეფასებით მედია საქართველოში და ამის მიხედვით შედგა ინდექსი,  რომელიც იღებს მნიშვნელობას 0-დან 100-მდე. ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობა (Index = 100) შეესაბამება სრულიად თავისუფალ მედია გარემოს, ხოლო მისი მინიმალური მნიშვნელობა (Index = 0) ნიშნავს, რომ მედია საქართველოში საერთოდ არ არის თავისუფალი და მთლიანად კონტროლდება გარე ძალებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ინდექსი ტოლია 59-ისა.

რაც შეეხება წლების განმავლობაში მედიის თავისუფლების ინდექსის ცვლილებას - შარშანდელთან შედარებით ინდექსმა განიცადა მნიშვნელოვანი ვარდნა (72-დან 59- მდე) და ბოლო 4 წლის განმავლობაში წელს ინდექსის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა დაფიქსირდა - 59. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში (2012 – 2016 წწ.) ინდექსის საშუალო მაჩვენებელი არის 64, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2008 – 2012 წწ.) - 54. ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობა (72) დაფიქსირდა 2015 წელს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები