| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ, Facebook Messenger - ის შეთავაზებაზე განაცხადა.
ინოვაციური სიახლე მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის. „თი-ბოტის“ პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა.
„თი-ბოტი“ - ასე ჰქვია „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger - ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ასევე, გაგაცნობთ ვალუტის კურსს და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს. ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის“, - განაცხადეს ბანკში.
„თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და თქვენც მოგიწოდებთ, რომ წეროთ ქართულად.
სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს მომხმარებლის ასისტენტი გახდეს, მაგ: თანხის გადარიცხვის ოპერაცია შეასრულოს.
ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას. „ჩატბოტებს“ წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ.
„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად არის შესაძლებელი Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე, https://www.facebook.com/TBCTIbot/ .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss